Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”-

მარშალ პრესი 20/12/2023
მიხეილ სააკაშვილი

წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”- განაცხადა უკრაინულ ვიშივანკაში გამოწყობილმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

სააკაშვილის თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„ხომ გეუბნებოდით თავიდანვე, როცა ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დაგვცინოდა, მე ვამბობდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქნელი ვიყავი, ახლა დაბრუნდა სიკორსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვქმნიდით აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას.

მე ვთქვი, რომ იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და ზუსტად მოეწერა ხელი ჩემი პრეზიდენტობის დასრულებისას, ერთ თვეში. ვამბობდი, რომ იქნებოდა უვიზო მიმოსვლა, მივიღეთ ის 1-2 წელიწადში. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ ევროპარლამენტმა მიმიწვია თავის სესიაზე. უკვე უკანონო სისხლის სამართლის საქმეები იყო ჩემზე აღძრული და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე. რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი.

მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებთ ევროკავშირის წევრები, ორონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე.

არ შეიძლება, ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება, საქართველო უნდა იყოს თქვენი სკაუთრება. ამიტომ ნუ უჯერებთ იმას, ვინც იძახის, რომ ახლა მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება. ვაიმე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ, ესენი თუ არ იყვნენ რაღაც საშინელება დაიწყება – საშინელება კიარ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არავის მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა, ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, ეს არის საცობი ჩვენი ევროკავშირის გზაზე და უნდა გავიდეთ ავტობანზე, ავტობანით შევიდეთ.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ და არ გამიცრუებია თქვენი იმედი.

მათ შორის ისიც გავაკეთე, რომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე,რადგან უზომოდ მიყვარდა და მიყვარს საქართველო, ჩემი ხალხი. ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად, რამდენჯერმე პრაქტიკულად ამ მოგზაურობის დროს იყო პირდაპირი ფიზიკური მოსპობის საფრთხეც, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან ეს იყო თქვენდამი ჩემი დაპირება, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ  და მაინც თქვენ გვერდზე ვიქნები. ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯცებთ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ძალიან ფართო ფრონტით და აუცილებლად ერთად შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Post navigation

Previous: სამოქმედო გეგმაში მარტივად არის გაწერილი თითოეული პუნქტი. არის 9 პრიორიტეტი და ცხრავეს გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები
Next: დასრულებული ბინები თბილისში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.