Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სომხეთის ახალდანიშნულ გენერალურ კონსულს, ქალბატონი ნარინე მათოსიანს შეხვდა

მარშალ პრესი 13/12/2023
410355796_738222681693653_438995155460593_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სომხეთის ახალდანიშნულ გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდა.
დიპლომატს ბათუმში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მერმა, ელჩს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დამეგობრებისა და მუნიციპალიტეტებს შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გაწერელია და მოადგილე ნონა ქოქოლაძე ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ევროპის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ თითოეული ქვეყანა განიხილონ თავიანთი დამსახურებების მიხედვით და ის არასწორი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს
Next: ამ “სერიალის” დასასრულს სრულიად სერიოზულად განაცხადებენ, რომ ომში უკრაინის წარუმატებლობა განაპირობა საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე უარმა და საერთაშორისო სანქციებთან არ მიერთებამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.