Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ თითოეული ქვეყანა განიხილონ თავიანთი დამსახურებების მიხედვით და ის არასწორი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს

მარშალ პრესი 13/12/2023
სოზარ სუბარი

“დღეს ყველა აღიარებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა იმ მოლოდინებზე, რაც საქარველის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით აქვს.

„ევროპის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ თითოეული ქვეყანა განიხილონ თავიანთი დამსახურებების მიხედვით და ის არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს.

ეს არის ძალიან დიდი დამსახურება იმ მუშაობისა, რომელიც გასწია პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის საგარეო გუნდმა და დამსახურება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულება.

შემთხვევითი არაა, რომ საქართველო კორუფციის მასშტაბით არაკორუმპირებულ ქვეყნადაა აღიარებული და უფრო მეტი წარმატება აქვს ამ მიმართულებით, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ერთი წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და უსწრებს ბევრ ევროპულ ქვეყანას. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დემოკრატიის დონეზე, არჩევნების ჩატარების დონეზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პატიმრების მდგომარეობაზე. დღეს ყველა აღიარებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში და ამერიკაში და ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი ამერიკასა და ევროპაში, შეუძლებელია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ იყოს მიმართული
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სომხეთის ახალდანიშნულ გენერალურ კონსულს, ქალბატონი ნარინე მათოსიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.