Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება

მარშალ პრესი 08/12/2023
387488358_969780911461946_2368302282482620067_n

გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება.

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა.

რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.

გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
Next: წელიწადნახევრის წინ ევროსაბჭომ „ტრიოს“ ფორმატის მიუხედავად, საქართველო უსამართლოდ ცალკე გამოყო. წელსაც ევროპული საბჭოს ხელშია ჩვენთვის, „ტრიოსგან“ დამოუკიდებლად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.