Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

მარშალ პრესი 08/12/2023
ირაკლი კობახიძე

ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

„ეს არის სპეკულაციური განცხადებები, რაც გვესმის ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. თქვენ გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, თუმცა არავითარი კავშირი არავის დაუნახავს ამ ორ საკითხს შორის. წელსაც, არავითარი კავშირი არ არის, ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: 9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობაა, სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩნენ
Next: გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.