Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობაა, სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩნენ

მარშალ პრესი 08/12/2023
თამარ ჩიბურდანიძე

თბილისში დაგეგმილ „ევროკავშირის მარშში“ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის მართებულობას და ზოგადად ამ მსვლელობის საკითხს შეეხო სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აცხადებს, 9 დეკემბრის აქცია სტატუსის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხელმოცარულების გამოჩენის მცდელობაა.

„9 დეკემბერს, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორის მიერ გამართულ მარშს შეუერთდება ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. მათ იციან, რომ 15 დეკემბერს სტატუსის მონიჭებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის და დასწრებაზე არიან, როგორმე აღნიშნონ ეს ფაქტი. სინამდვილეში, 9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობაა სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩნენ. არადა, ისინი უკვე ხელმოცარულები არიან ქართველ ხალხთან. ამ მარშს ალბათ სათავეში ჩაუდგებიან ის სახეები, რომლებიც ბომბების ცვენას ნატრობდნენ საქართველოში.

შესაძლოა შეუერთდნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ევროპაში გამალებით დარბოდნენ, რომ სტატუსი არ მოეცათ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მის ადგილას ამ დღეებში საერთოდ არ გამოვჩნდებოდი. გვახსოვს მისი ხმამაღალი განაცხადი ევროპიდან, საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნისო. თუ არ გვეკუთვნოდა, ხვალ დაუმსახურებლად მონიჭებულ სტატუსს აღინიშნავს? სხვისი ბრძოლით მოპოვებულ შედეგზე ხელს ითბობენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ორი წელი ომს ნატრობდნენ ქვეყანაში და რომლებიც მსოფლიოს ამცნობდნენ, რომ საქართველო არ იყო ევროპული ოჯახის ღირსი. ხვალინდელ აქციას შესაძლოა ერთადერთი სიტყვა მივაწეროთ ტრაფარეტად – „სირცხვილია”! თუმცა, რისიც აქამდე არ რცხვენოდათ, ახლა როგორ უნდა შერცხვეთ?,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი, თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება
Next: ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.