Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მარშალ პრესი 31/03/2022
025

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებში მას კვლავ მორიგი ოპერაცია უტარდება.

“ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, მენჯის ძვლებზე, ახლა ბარძაყზე ოპერაცია მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უროლოგიური ოპერაციის ჩატარება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრების ყოველწუთიერი მონიტორინგი და მუდმივი დახმარება მიმდინარეობს. პაციენტი ჯერ ისევ საოპერაციო ბლოკშია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

Post navigation

Previous: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული – დავით ზალკალიანი
Next: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას – იეპე კოფოდი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.