Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას – იეპე კოფოდი

მარშალ პრესი 31/03/2022
იეპე კოფოდი

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი.  დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ – ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Next: უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025