IMG.GE IMG.GE

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეცვლის საკითხზე არ უნდა გააკრიტიკონ.

იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეეცვლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ადამიანებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მათთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ყველაზე ნაკლებად ოპოზიციას აწყობს არჩევნების ჩატარება საარჩევნო კამპანიის გარეშე.

თუ გადაიდება, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან ამოცანაა, რომ ამ არაჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება