Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის “შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” გაიმართა

მარშალ პრესი 20/11/2023
402894960_726014619581126_1360173829419792530_n

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის “შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” გაიმართა.

სახალხო დღესასწაულს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე დაესწრნენ.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნოემბრის თვეში მუნიციპალიტეტის ცენტრში შემოდგომის ნობათისა და სხვადასხვა ფოლკლორული ნიმუშების გამოფენა ყოველწლიურად ქედის მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ეწყობა.

ღონისძიებაზე ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ტრადიციული სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ კულინარიულ მასტერკლასებს, ხეზე კვეთისა და კალათების ქსოვის ხელოვნებას, მოეწყო სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა.

გაიმართა საბავშვო გასართობი პროგრამები, სპორტული აქტივობები, პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები და მათი საყვარელი მულტფილმის გმირები.

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

საღამო, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა მოწვეული ბენდების ,,ელანძე“, თორღვა“ და ,,ბალაბანის“ მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერებით.

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალებას სთხოვს
Next: რასაც ჩვენ ვამბობთ „ხალხის ძალა”, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ჩანაწერების სახით, ესენი უკვე თავად ადასტურებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.