Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალებას სთხოვს

მარშალ პრესი 20/11/2023
მიხეილ სააკაშვილი

‘ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩართვისას, სადაც, ტრადიციულად, მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის საქმეზე არაფერი უთქვამს.

“რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში” – თქვა სააკაშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილს უკრაინელმა დეპუტატებმა კოცნა და მოკითხვა გამოუგზავნეს (ვიდეო)
Next: ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის “შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.