Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ “ბალასტად” წარმოაჩენ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებული “მხარდაჭერის” ფონზე, ხოლო ჩინეთის ღია განცხადებას ამ კუთხით დახმარება გაგვიწიოს, “არ იმჩნევ”

მარშალ პრესი 17/11/2023
დავით ქართველიშვილი

“როგორი ფარესევლობაა, როდესაც იმ ქვეყანასთან, რომელმაც ღიად განაცხადა თავის მზაობაზე, შუამავლის როლი შეასრულოს ჩვენსა და რუსეთს შორის – ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორები ამერიკიდან და ევროპიდან ღიად ალაგებენ საკუთარ სასიცოცხლო ინტერესებს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, მართალია ჩვენი დასავლელი პარტნიორები განცხადებების დონეზე მუდმივად ახდენენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მათ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში ამ თემაზე უკვე კითხვებიც კი აღარ არის.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას…” – რამდენჯერ გვსმენია ეს უემოციო და ხელოვნური კეთილგანწყობის ღიმილით გაჯერებული ფრაზა. რა დევს მის უკან, როდესაც საკუთარ თავსაც და ქართულ საზოგადოებას აჯერებ, რომ ჩვენი თაობების სანუკვარი ოცნება უკვე აღარ წარმოადგენს ჩვენი შვილების საზრუნავს.

როდესაც თავისი “მკვლევარი” კომპანიებით ქვეყნის მთლიანობის აღდგენით დაინტერესებულ გამოკითხულთა პროცენტს 20-ის ფარგლებში გვიფიქსირებ და თანდათანობით საერთოდ აქრობ ამ კითხვასაც კი თავისი კვლევებიდან. როგორი ფარესევლობაა, როდესაც იმ ქვეყანასთან, რომელმაც ღიად განაცხადა თავის მზაობაზე, შუამავლის როლი შეასრულოს ჩვენსა და რუსეთს შორის – ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორები ამერიკიდან და ევროპიდან ღიად ალაგებენ საკუთარ სასიცოცხლო ინტერესებს, მაგრამ შენს იგივე მცდელობაზე მწარედ გაბულინგებენ.

იმიტომ, რომ არ შედიხარ მათ იმპერიის შემადგენლობაში, ხოლო დამოუკიდებელ მოქმედებებზე მათგან “ლიცენზია” არ გაქვს შეძენილი. და როგორი ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ “ბალასტად” წარმოაჩენ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებული “მხარდაჭერის” ფონზე, ხოლო ჩინეთის ღია განცხადებას ამ კუთხით დახმარება გაგვიწიოს, “არ იმჩნევ” და ჩვენს საზოგადოებას წამლავ ტყუილით – “ჩინეთს თქვენი ქვეყნის გამთლიანებაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია”. “ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას,” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: არავითარი დაპირება არ გაგვიცია, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში
Next: პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.