Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო?

მარშალ პრესი 17/11/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას სთავაზობს საზოგადოებას და არ იმჩნევს, რომ მას უმრავლესობა პრეზიდენტად არ თვლის.

“ხალხი ალბათ დაიღალა სალომე ზურაბიშვილის სისულელეებისა და ტუტუცობების მოსმენით, მაგრამ მეორე მხრივ როგორ ან რატომ უნდა გავუტაროთ მართლა არ მესმის. ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას გვთავაზობს, რაც მთავარი თავი პოლიტიკოსად და დიპლომატად მიაჩნია, პრეზიდენტად რომ არ თვლიან ეს კი იცის მაგრამ არ იმჩნევს. ნახეთ რას ამბობს – „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის – დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.“ პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! თუმცა ყველა ამჩნევს და შესაბამისი რეაქციაც და დამოკიდებულებაც აქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნანობს რომ მას მისცა ხმა არჩევნებზე, ერთს ვიტყვი არავის არ ეგონა თუ ეს ქალბატონი ასეთი უღირსობის მაგალითებსა და „მარგალიტებს“ შესთავაზებდა ხალხს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე

Post navigation

Previous: ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ “ბალასტად” წარმოაჩენ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებული “მხარდაჭერის” ფონზე, ხოლო ჩინეთის ღია განცხადებას ამ კუთხით დახმარება გაგვიწიოს, “არ იმჩნევ”
Next: სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.