Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავითარი დაპირება არ გაგვიცია, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში

მარშალ პრესი 17/11/2023
ანრი ოხანაშვილი

არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ ყოფილა [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ვერც იქნება განხილული [ბარიერის დაწევის საკითხი]. ეს უკავშირდება ქვეყნის შიდა კონსტიტუციურ, საარჩევნო სისტემას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს. როდესაც 2017-2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმა გავატარეთ, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს ევალებათ აზრი ჰკითხონ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ საყოველთაო-სახალხო განხილვები მოვაწყვეთ და ქართველ ხალხთან შევათანხმეთ, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა და ბარიერი. არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: აპირებთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას? – ფრანგული გამოცემის ჟურნალისტის კითხვა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პასუხი
Next: ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ “ბალასტად” წარმოაჩენ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებული “მხარდაჭერის” ფონზე, ხოლო ჩინეთის ღია განცხადებას ამ კუთხით დახმარება გაგვიწიოს, “არ იმჩნევ”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.