Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი

მარშალ პრესი 17/11/2023
ანრი ოხანაშვილი

სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხქვეშ გათელა ჩვენი ხალხის გაცხადებული ნდობა კონსტიტუციისადმი და ის ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც მან გადააბიჯა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას.

„რაც არ უნდა სცადონ სალომე ზურაბიშვილის წინა ხაზზე გამოყვანა, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება და აფასებს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი. ამით მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი ხალხის გაცხადებული ნდობა კონსტიტუციისადმი და ის ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც მან გადააბიჯა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. მცდელობები არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამოხატული მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევით. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი გამოხატული კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან დაძაბულობის ფონის შექმნისთვის, რაზეც შემდგომ საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას ბოდიშის მოხდაც კი უწევს, ამიტომ წარმოუდგენელია ასეთმა პირმა რამე სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს. რაც უნდა რესურსი დახარჯონ სალომე ზურაბიშვილის გააქტიურებაში, საზოგადოება კარგად აფასებს მის კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ ვის ინტერესებს ემსახურება და ხელისგულზე დევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მოქმედებს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით. შესაბამისად, ასეთ პირებს პოლიტიკური მომავალი ვერ ექნებათ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო?
Next: Rusudan Ushikishvili დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: რომელ “ღირსებაზეა” საუბარი, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ “თავისუფლებაზე”, ან რა “განვითარებაა” იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.