Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

Rusudan Ushikishvili დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: რომელ “ღირსებაზეა” საუბარი, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ “თავისუფლებაზე”, ან რა “განვითარებაა” იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს

მარშალ პრესი 17/11/2023
დავი ქართველიშვილი

„რომელ “ღირსებაზეა” საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ “თავისუფლებაზე”. ან რა “განვითარებაა” იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ “პრეზიდენტებს” უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება – თამამი და საბედისწერო შეცდომაა.

„სამედიცინო პრაქტიკაში ნამუსის გადანერგვა რომ შეიძლებოდეს, მისი სხეული დონორის ამ სუბსტანციას, რომელიც ადამი-ანს ადამიანად აქცევს, ანუ უფლის ხატად და მსგავსებად – მაინც ვერ მიიღებდა. თუნდაც აი ამ უ-ნამუსო დახასიათების გამო: “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის – დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით” (სალომე ზურაბიშვილი).

ეს უ-ნამუსო “პოლიტიკოსი” დღეს ეგრეთ წოდებულ “პრეზიდენტად” აი ამ ბანერმა გახადა. ამ ბანერზე ივანიშვილი ჯერ არ იყო “ოლიგარქი”, ვინაიდან ზურაბიშვილის სხეულში ადამი-ანობის განმსაზღვრელი ეს ფუნქცია – სინდისი, ჯერ კიდევ ასრულებდა ზეცისკენ მიმართული სანამუსო ვერტიკალის დანიშნულებას. დროთა განმავლობაში ვერტიკალი ქრებოდა და მისი უ-ნამუსო ინტერესები ჰორიზონტალზე გაიშალა – აგენტოკრატებისაგან მიღებული დავალებების ჭრილში.
ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ “პრეზიდენტებს” უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება – თამამი და საბედისწერო შეცდომაა, რომელიც ამაწუთისოფლისეული პატრონის დავალების ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ არც ერთ “30 ვერცხლად” არ უნდა გიღირდეს…

სხვათა შორის – ნამუსთან ერთად, ის სამი ცნებაც: “ღირსება, თავისუფლება, განვითარება”, ავტომატურად ქრება ხოლმე. რომელ “ღირსებაზეა” საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში – რომელ “თავისუფლებაზე”. ან რა “განვითარებაა” იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს. თუმცა, “იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს – საგორაოდ” (მეორე პეტრე 2:22)“-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი
Next: გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.