საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობით კვლავ ციხეშია.
ევროპარლამენტმა მისი შეწყალებისაკენ მოგიწოდათ. აპირებთ ამას?” – ამ კითხვით მიმართა ფრანგული გამოცემა “ლე-მონდი”-ს ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც მან მოკლედ უპასუხა:
“გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს. “- განაცხადა პრეზიდენტმა.
