Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ 20 პროცენტი აქვს რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულია

მარშალ პრესი 16/11/2023
ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20 პროცენტი აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება“.

„სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში.

მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, ეს არის ჩვენი პოზიცია. სააკაშვილს დაასახელებენ, ხაბეიშვილს თუ კეზერაშვილს, თუ ვინმე სხვას, მათი რეიტინგი ისედაც ქვემოთ ჩამოდის და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დიღმის მასივის მესამე კვარტალში დაზიანებული სახურავი რეაბილიტირდა
Next: რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა – ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.