Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა – ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ

მარშალ პრესი 16/11/2023
ხუნდაძე

„შეუძლებელია არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და პარალელურად, ამერიკის სენატის მიერ უკრაინისთვის და ისრაელისთვის დაფინანსების შეწყვეტას – მეორე საკითხი პირველის შედეგია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია.

„მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება – ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთადერთი ლიდერი სახელმწიფო ჰყავდა – ამერიკა, ორპოლუსიანად იქცა ჩინეთ-ამერიკის სახით. ამის დასტური იყო გუშინ, სან-ფრანცისკოში პრეზიდენტებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრა.

რას მიიღებს მსოფლიო ამით და სად იქნება საქართველოს ადგილი? ალბათ, ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხიც აუცილებელია: ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშვიდობის სასარგებლოდ, უკვე მოჰყვა პირველი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან – სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინასა და ისრაელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის პერიოდი უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყონ სახელმწიფოებმა.

მშვიდობიან პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი უპირატესობა აქვს. ვინც ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად შეიცვლის. ამის ფონზე ოპოზიცია ფიასკოს ყოველდღიურად განიცდის, ჩვენ კი ძლიერი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, მხარდამჭერები ყოველდღე გვეზრდება.

ამერიკაც და ჩინეთიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორებია. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, ის ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა – ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ.

მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ერთიანი სახელმწიფო. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისია და ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, როგორი შეურაცხმყოფელი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ ოპონენტებმა.

სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 პროცენტი აქვს რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულია
Next: პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.