“რამდენი გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადებისთვის?!”– წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საკითხი 2024 წლის იანვარში გადაწყდება. კონკურენტები შვეიცარიული და ჩინური კომპანიები არიან!
ჩინელებს დიდი გამოცდილება აქვთ პორტების აშენებისა და მართვის საქმეში. ჩინელები ფლობენ მსხვილ პორტებს ყველა კონტინენტზე, მათ შორის ევროპაში, ჰამბურგის, როტერდამის და სხვა მსხვილ პორტებს.
ჩინელებს პორტების მართვის გარდა დიდი პრიორიტეტი გააჩნიათ, მათ ყველაზე დიდი ტვირთდინების მობილიზება შეუძლიათ. საქართველოსთვის მთავარია ტვირთები შემოვიდეს და ჩვენი პორტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთბრუნვისთვის მნიშვნელოვან არტერიად იქცეს. ამ საქმეში ჩინეთს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიზნით, რუსეთის, აშშ-ს და სხვათა დასაბალანსებლად.
საქართველოს ჩინეთთან დაახლოების შესახებ აღშფოთება, მრავალჯერ გამოხატეს აშშს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპელმა ჩინოვნიკებმა. შვეიცარიული კომპანიაც ტენდერში ჩინური კომპანიის დაბლოკისთვის იქნა გამოყენებული და ლობისტური კომპანიებიც ჩართეს, პოლიტიკური ფონის შესაქმნელად.
სასაცილოა , როცა სალომე ზურაბიშვილი სი ძინპინის და აგრესორი პუტინის გასამართლებაზე ალაპარაკდა. რა ინტერესი ქონდა მადამ სალომეს ჩინეთის ლიდერის გასამართლების საკითხი რომ დააყენა? საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს ორი მოტივაცია გააჩნდა:
1. შეასრულოს დასავლეთის დავალება და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას შეუშალოს ხელი.
2. მხარი დაუჭიროს შვეიცარიულ კომპანიას და პრობლემები შეუქმნას ჩინურ კომპანიას ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებაში.
რამდენი აიღო სალომე ზურაბიშვილმა ამ დავალების შესრულებაში, პირადი ან მისი ახლობლების ანგარიშებში უნდა მოვიძიოთ.
P.S გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შვეიცარიული კომპანიის უკან რუსული წარმოშობის კაპიტალი ბუდობს..”- წერს ლევან მამალაძე.
