Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხალხის გეშინოდეთ – ნათია მეზვრიშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს

მარშალ პრესი 15/11/2023
ნათია მეზვრიშვილი

გეშინოდეთ ხალხის – ან შეასრულებთ რეკომენდაციებს და დროულად გადაიყვანთ ქვეყანას შემდეგ ეტაპზე, ან ისევ ხალხი შეასრულებს, ოღონდ ამ დროს თქვენ უკვე ოპოზიციაში იქნებით”– მიმართავს “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

“ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ევროპულ გზაზე მიატოვა ხალხი (პირადი ინტერესით) – შეცვალა საგარეო კურსი. ხალხმა მოახერხა, რომ ევროპას არ მივეტოვებინეთ. ბუნებრივია, ასეთ ხელისუფლებას ვეღარ ექნება პრო-ევროპელი ხალხის მანდატი.

ახლა უკიდურესად უთავმოყვარეოა ხელისუფლების ძალით მიტმასვნა ხალხზე, რომელიც აშკარად არჩევს ბნელს და ნათელს, სხვაგვარად სტატუსზე რეკომენდაცია არ გვექნებოდა.

ამიტომ, ხალხის მონაპოვარს ვერ მიიწერთ, გეშინოდეთ ხალხის – ან შეასრულებთ რეკომენდაციებს და დროულად გადაიყვანთ ქვეყანას შემდეგ ეტაპზე, ან ისევ ხალხი შეასრულებს, ოღონდ ამ დროს თქვენ უკვე ოპოზიციაში იქნებით – აი, ესაა ნამდვილი დემოკრატია, რასაც მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ.”- წერს მეზვრიშვილი.

Post navigation

Previous: რამდენი გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადებისთვის?!” – ლევან მამალაძე
Next: ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ისეთი მაგრები და ყოჩაღები არიან, როგორც წარმოაჩენენ თავს, 5%-იანი ბარიერი როგორ ვერ უნდა გადალახონ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.