Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ანსამბლმა “პანკისმა” მონაწილეობა მიიღო ფესტივალში “ევროპალია”

მარშალ პრესი 14/11/2023
5050

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიაში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

ამ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან ანსამბლმა ,,პანკისი“, რომლის დამფუძნებელია ქალბატონი ბელა მუთოშვილი. ფესტივალზე მათ წარმოადგინეს ქართული და ჩეჩნური ფოლკლორი.

ანსამბლმა ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში გამართა კონცერტი. მათ მიერ გამართულმა კონცერტმა ყველა ქვეყანაში სრული ანშლაგით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჰააგაში ანსამბლი ,,პანკისის“ კონცერტის დასრულებისთანავე, ჰოლანდიელების მომღერალთა გუნდმა ქეთი წიკლაურის ხელმძღვანელობით, გამოთქვა სურვილი ანსამბლ პანკისთან ერთად შეესრულებინა სიმღერა ,,მალიქა“.

მალიქას შესრულების შემდეგ სცენაზე ავიდა საქართველოს ელჩი ჰააგაში, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა სიამოვნებისგან და უდიდესი მადლობა გადაუხადა ანსამბლ პანკისს საქართველოს ასე საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.

ღონისძიებას ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ.
🇪🇺🇬🇪განსაკუთრებით – წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე ანსამბლმა პანკისმა ნამდვილად ასახელა საქართველო და ახმეტის მუნიციპალიტეტი.

Post navigation

Previous: რომ არა „ხალხის ძალისა“ და ხალხის ასეთი პრინციპული დამოკიდებულება, რომ დაცული იყოს მშვიდობა და სუვერენიტეტი, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ
Next: რამდენი გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადებისთვის?!” – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.