Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონს, შსს-ს კი, 50 მილიონს გამოვუყოფთ

მარშალ პრესი 03/11/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი, დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მილიონი ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

„რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდათ ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი 2024 წელსაც, ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული
Next: თავიდანვე ვამბობდი, მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა – ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.