Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი 2024 წელსაც, ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული

მარშალ პრესი 03/11/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეებს, ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის ჩადებული.

„შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული. ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონი ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში
Next: ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონს, შსს-ს კი, 50 მილიონს გამოვუყოფთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.