Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავიდანვე ვამბობდი, მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა – ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 03/11/2023
ვიქტორ ჯაფარიძე

ექს-პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და არგუმენტად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილი სიმულირებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„სააკაშვილს აქვს ოპერაცია გაკეთებული და არაფერი ციხეში არ დამართვია. მე თავიდან ვიყავი წინააღმდეგი გადაყვანის, რატომ უნდა გადაგვეყბანა? ჭამოს, დამთავრდა! ვინმე არ აჭმევდა, აშიმშილებდა თუ რა? მაშინაც და ახლაც ვამბობდი და ვამბობ – მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. არ შეჭამდა? როგორო ბოლოც ექნებოდა, ექნებოდა ისეთი ბოლო – ეს არის მაოხრებელი გზირი, გინდა უკრაინაში ყოფილიყო და გინდა სადმე სხვაგან,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პატიმრებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის არსებობა დაუშვებელია და სააკაშვილი გადასაყვანია ციხეში. „ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში. დაიღალა ეს ხალხი მართლა და მართლა. ამიტომაც გადასაყვანია ციხეში. იმ ექიმებმა მოუხმონ გონებას, კი თავს იზღვევენ, მაგრამ გასცენ რეკომენდაციები და გადავიყვანოთ. თუ რამე დაემართება – ბოლობოლო ილია ჭავჭავაძეა მკვდარი და რა ვქნათ ახლა,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონს, შსს-ს კი, 50 მილიონს გამოვუყოფთ
Next: 5 ნოემბერს ნაც.მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ბუმბერაზ მიშა მშვილდაძეს ხვდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.