Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში

მარშალ პრესი 03/11/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

„ასევე, მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, უსახლკაროები ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1 000-მდე ოჯახია, ვისაც სამი შვილი და მეტი ჰყავს, არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 000-მდე ასეთ ოჯახს შევუძინოთ ბინები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და, ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

ასევე გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხაა, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხა იყო და ესეც გავაოთხმაგეთ, გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას
Next: საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი 2024 წელსაც, ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.