Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

მარშალ პრესი 03/11/2023
ჩიქოვანი

„ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას“-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანი გამოეხმაურა სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით – „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია“ აქვეყნებს. მისი თქმით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუს არ მიანიჭებენ, „მათი მიზანია ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის“.

„მათი მიზანია, რომ არმინიჭების შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის. რამდენიმე აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ, თავის დროზე თვითონაც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხოლო დღეს ცდილობენ რამენაირად ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც გამოიხატება მათი მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: საქართველომ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამას უნდა ამბობდეს
Next: მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.