Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამას უნდა ამბობდეს

მარშალ პრესი 03/11/2023
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან ისმის, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარსაც კი არ გაუკეთებია. ბოჭორიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, თუმცა, ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად.

“რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ, კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და  საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც საქართველო იმსახურებს და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს.” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next: ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.