Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, სწორედ ამიტომ არ მიგვაღებინეს FARA, არ სურდათ სინათლე საქართველოში”

მარშალ პრესი 23/10/2023
თამარ ჩიბურდანიძე

რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდაძე და ვარაუდობს, რომ ოპოზიციის მხრიდან თვეების განმავლობაში ჩატარებული სამუშაო რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო.

„რაც სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს, კარგია, მაგრამ, ვინ იცის, კიდევ რამდენია ასეთი ფაქტი? რამდენ ახალგაზრდას წამლავენ უცხოური დაფინანსებით და აქეზებენ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ? როგორ ყველაფერი მძივივით აუწყვიათ: ჯერ თეორიული ცოდნის მიღება ტრენინგებით, შემდეგ, იარაღის გამოყენების წვრთნა, შემდეგ ქმედება და თუკი დააკავეს, ფულის გადახდითაც კი დაუზღვევიათ. მოკლედ, მაღალ პროფესიონალურ დონეზეა ნამუშევარი და ალბათ რევოლუციაც მაღალი აქტივობით სურდათ. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ნათქვამია.

სწორედ ამიტომ არ მიგვაღებინეს ჩვენთვის ამერიკული, მათთვის კი რუსული FARA, არ სურდათ სინათლე საქართველოში. ასე ჩუმად და მალულად აპირებდნენ ცეცხლის აგიზგიზებას. ეს არ არის ამ წელს დაწყებული რევოლუციური წვრთნები. მარტის ამბებს ეტყობოდა, რომ არეულობისთვის უკვე კარგად მომზადებული აქტივი ჰყავდათ, უბრალოდ, დროზე ადრე, მათთვის მოულოდნელად მოუწიათ ავანსცენაზე გამოყვანა და ეგონათ დაასრულებდნენ.

თუმცა, წააგეს არა მარტო იმით, რომ რუსთაველზე სისხლი ვერ დაღვარეს, არამედ უფრო იმით, რომ კარგად გაწვრთნილი სახეები დაგვანახეს, კულისებიდან გამოვატანინეთ თავიანთი გეგმები. სულსწრაფობამ შეცდომა დააშვებინათ. ახლა კი, ალბათ არჩევნებამდე სერიებად მოგვიწევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი უცხოელი დონორების „საგმირო საქმეების” ყურება,“ – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა „წაუკითხავი კანონი” რუსულად, რათა საზოგადოებას მისსავე სასარგებლოდ არ სცოდნოდა სიმართლე
Next: „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით მუნიციპალური ფორუმი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.