Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა „წაუკითხავი კანონი” რუსულად, რათა საზოგადოებას მისსავე სასარგებლოდ არ სცოდნოდა სიმართლე

მარშალ პრესი 23/10/2023
ხუნდაძე

ამერიკული კანონის „Fara”-ს ანალოგის ჩაგდებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ინიციატივა საფრთხისგან იცავდა საქართველოს.

„ჩვენს მიერ გაზაფხულზე ინიცირებული ამერიკული კანონის „Fara”-ს ანალოგი, რომელსაც დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ, იმ საფრთხისგან იცავდა საქართველოს, რაც უკვე მერამდენედ გამოავლინეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა.

პოლიტიკური ქველმოქმედება რევოლუციის სასარგებლოდ – აი, ეს არის ხშირად უცხოური დაფინანსების რეალური მიზანი უკვე გამოვლენილი ფაქტების შესახებ. თუმცა, ვინ იცის, კიდევ რამდენია მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ჯერ ვითომცდა უმტკივნეულო ტრენინგებით ასწავლის ახალგაზრდებს რევოლუციის მოხდენას, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და შემდეგ, თუკი ვინმე დააკავეს, აფინანსებენ კიდეც. აღარაფერს ვამბობ, თავად ამ პირების შესაძლო პირად დაფინანსებაზეც. სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა “წაუკითხავი კანონი” რუსულად, რათა საზოგადოებას მისსავე სასარგებლოდ არ სცოდნოდა სიმართლე. წესი კი წესად რჩება, „ჭირი საკუთარ თავს ვერ მალავს,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: 2024 და 2028 წლის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ მოუწევთ 2032 წლის არჩევნებისთვის მზადება
Next: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, სწორედ ამიტომ არ მიგვაღებინეს FARA, არ სურდათ სინათლე საქართველოში”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.