Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით მუნიციპალური ფორუმი გაიმართა

მარშალ პრესი 23/10/2023
395203541_711999464315975_9073700089192424190_n
„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით მუნიციპალური ფორუმი გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გაბაიძე ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, განეხილათ ეფექტური დიალოგის პლატფორმები და საკომუნიკაციო არხები, წარედგინათ მათ მიერ შემუშავებული პროექტები და ემსჯელათ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მუნიციპალურ ფორუმში 50-მდე ახალგაზრდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ჩაერთო.
ფორუმის თემატიკას მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბების გაძლიერება წარმოადგენდა.

Post navigation

Previous: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, სწორედ ამიტომ არ მიგვაღებინეს FARA, არ სურდათ სინათლე საქართველოში”
Next: ჩოხატაურში, გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.