Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსთავის მთავარი არქიტექტორი: კარგია, რომ მომეცა საშუალება, მივუბრუნდე ჩემს ნამუშევარს და მას ახალი სიცოცხლე შევძინო

მარშალ პრესი 30/04/2022

რუსთავში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ მემორიალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი არქიტექტორის კობა ძლიერიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქცია განახლებული კონცეფციით მოხდება.

„გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. სკვერში სხვადასხვა პერიოდის ქართველ გმირთა მემორიალებია განთავსებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აღნიშნული მემორიალი, წლების წინ ჩემი მუშაობის პერიოდში შეიქმნა, მოხარული ვარ, რომ დღეს ისევ ჩართული ვარ ჩემი ნამუშევრის განახლებაში. მონუმენტი ცამეტი აზიდული სვეტისაგან შედგება, რიცხვი 13 სიმბოლურად – ,,ცაზე მეტს“ გულისხმობს. ახალი კონცეფციით სვეტებს მანათობელი სხივები გააგრძელებს. ქალაქში მემორიალების რეაბილიტაციით ვცდილობთ სათანადოდ დავაფასოთ და პატივი მივაგოთ ქართველ გმირებს“, – განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად, რეაბილიტაცია რუსთავში არსებულ ყველა მემორიალს ჩაუტარდება.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში
Next: მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025