Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში

მარშალ პრესი 30/04/2022

წყალტუბოს გენგეგმა არის დასრულებული. ჩვენ ეს დოკუმენტი დავამტკიცეთ და გვაქვს კარგად გააზრებული ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღის წყალტუბო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე – წყალი იყო კერძო საკუთრებაში. სააკაშვილის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება. თუ წყალი არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება. ჩვენ დეკემბერში მოველაპარაკეთ ინვესტორს და სახელმწიფომ გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად ეს სიმდიდრე. დაახლოებით მაისში გამოვაცხადებთ ტენდერს ამ დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, გამოგვაქვს სასტუმროები სარეალიზაციოდ და დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: მოვისმინეთ წუხილი – პატიმარს კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება
Next: რუსთავის მთავარი არქიტექტორი: კარგია, რომ მომეცა საშუალება, მივუბრუნდე ჩემს ნამუშევარს და მას ახალი სიცოცხლე შევძინო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.