
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
პროკურატურა გ.ბ-სთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.
შსს-ს ინფორმაციით, 27 აპრილს თბილისში კაცმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.