Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: მოვისმინეთ წუხილი – პატიმარს კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება

მარშალ პრესი 30/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მოვისმინეთ წუხილი – პატიმარს კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება. ეს ბუნებრივია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

„პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ პენიტენციურ სამსახურს მიმართოთ. 24 საათის განმავლობაში, არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორც მანამდე იყო, სააკაშვილის დროს, როდესაც პატიმარს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პირდაპირ, არამედ იქ არსი შექმნილი სრული კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის, ნორმალური პირობები, კვება – შესანიშნავი. ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს.

გასაგებია, რომ მოვისმინეთ წუხილი – პატიმარს კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება. ეს ბუნებრივია“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.