Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ

მარშალ პრესი 30/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

ქუთაისში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები „განახლებული“ რეგიონების ფარგლებში, ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ პროექტი ქუთაისში, ჯამში 24 მილიონი ლარი იხარჯება, მათ შორის ეს ისტორიული პარკი იქნება სრულად აღდგენილი და განახლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარკის განახლების სამუშაოები წელსვე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, რაც ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ქუთაისის მცხოვრებლებისთვის.

„ზოგადად, მთელი იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ჩვენი დაპირება იყო შარშან, რომ გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ, ეტაპობრივად დავიწყოთ ცენტრების რეაბილიტაცია და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შემოვიტანოთ ქალაქებში – სკვერები, პარკები, ზოგადად მთელი ეს რეკრეაციული სივრცეები უნდა განახლდეს და უფრო კომფორტული გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრება ქუთაისში და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით, 260 მილიონი იხარჯება რკინიგზის სრულად განახლებისთვის, რკინიგზის მონაკვეთები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სამუშაოებს ერთი წლის განმავლობაში დავასრულებთ
Next: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: მოვისმინეთ წუხილი – პატიმარს კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.