Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს სიმართლესო? ასეთ სისულელეს იჯერებთ?

მარშალ პრესი 18/10/2023
მამუკა მდინარაძე

თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, მოახდენდა ამის დემონსტრირებას, იტყოდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ჩვენ მომავალში უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს, სიმართლესო თან?, ასეთ სისულელეს იჯერებთ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კიკილაშვილმა დოკუმენტები თვეებით ადრე შეიტანა, დოკუმენტებმა იურიდიული ექსპერტიზა გაიარა და მმართველი გუნდის მოწონება თვეებით ადრე დაიმსახურა.

„როდესაც კიკილაშვილის, თუ საბჭოს სხვა წევრების კანდიდატურები შემოვიდა, წინასწარ ვინმემ ვიცოდით, რომ ასე დემონსტრაციულად, არაერთგზის, სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, ამის შემდეგ აღიძვრებოდა იმპიჩმენტის საკითხი, ამის შემდეგ გადაწყვეტდნენ მოსამართლეები იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებულ განზრახ დარღვევას პრეზიდენტის მიერ და მათ შორის იქნებოდა კიკილაშვილი? ანუ, მაშინ, ჩვენ წინასწარ განზრახვით, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, შემოვატანინეთ კიკილაშვილს, იმიტომ, რომ წინასწარ ვიცოდით, რომ დაარღვევდა და შემდეგ მოგვიწევდა იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა და ამ დარღვევაზე სწორი რეაგირება უნდა ქონოდა მის მამას? ადამიანმა თვეებით ადრე შემოიტანა დოკუმენტები, მოწონება დაიმსახურა თვეებით ადრე, კივილ-წივილი რომ არ აგეტეხათ ყველას ერთად, წინა შემთხვევაში უკვე დამტკიცებული იქნებოდა, მან მოწონება უკვე დამსახურებული ქონდა და რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნებოდა კენჭისყრა? თან იქნებოდა მაშინ, როდესაც 85-ე წევრი გვეყოლებოდა, დამთხვევა კი არ არის, მოხდა სოსიაშვილის შემოყვანა და უფლებამოსილების ცნობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველთვის ველოდებით რადიკალიზმს
Next: თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე – ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.