Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველთვის ველოდებით რადიკალიზმს

მარშალ პრესი 18/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის ქმედებებში არაადეკვატურობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს დაგეგმილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი.

„დაგვემუქრა ისე, რომ წესით საიდან შემოვა შეიძლება ვეღარც გავარკვიოთ, ისეთი ადგილიდან შემოვიდეს, სულ რომ არ ველოდებით, ტრიბუნაზე ავიდეს მაშინ, როცა არ უნდა ავიდეს.არაადეკვატური გახდა სამწუხაროდ, თუმცა იმედი მაქვს, რომ თავის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც იქნება ადეკვატური საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა მან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებების არაადეკვატურობაზე საუბრისას მან ის გადაწყვეტილებაც მოიშველია, რომელიც ზურაბიშვილმა გუშინ მიიღო, როცა ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.

„პრეზიდენტი თავის თავს აღარ ეკუთვნის სამწუხაროდ და შესაბამისად, რაზეც ეტყვიან ვეტო დაადეო, ვეტოს დაადებს, რაზეც ეტყვიან ხელი არ მოაწეროო, არ მოაწერს… ვეტოც ამის მომასწავებელია. იქ სადაც საუბარია დადასტურებულად, უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შემდეგ ნანახ ვიდეოჩანაწერებში, როგორ ემზადებოდნენ და სავარაუდოდ ალბათ ახლაც ემზადებიან არეულობისა და რევოლუციისათვის და ამას სამწუხაროდ აფინანსებენ უცხოური ძალები, ამის მიუხედავად, პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს. ის ზუსტად ჩაჯდა იმ ნარატივში, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინები აქვს მას ოპოზიციის მხრიდან და რა შედეგებით დასრულდება პროცედურა, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებისაგან რადიკალიზმს ელოდება. „ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველთვის ველოდებით რადიკალიზმს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი მოვა, მინისტრი მოვა, თუ ნებისმიერი ვინმე მოვა, მითუმეტეს ის პრეზიდენტი, რომელიც მათ ნარატივში ზის, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ იხმაურონ, ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათ აწყობთ – არეულობაზე და ასე შემდგომ,“ – განაცხადა დეპუტატმა.

Post navigation

Previous: მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი თავის დროზე გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი შემდეგ შეიწყალა
Next: თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს სიმართლესო? ასეთ სისულელეს იჯერებთ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.