Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე – ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას

მარშალ პრესი 18/10/2023
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას დასმულ კითხვას პასუხობს, თუ სად იყო თავად ირაკლი კობახიძე მაშინ, როდესაც ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა.

„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს ამ დარბაზშია, თეონა აქუბარდიას, ქალბატონ სალომეს ბაძავს ეტყობა, გავიდა ზრდილობის ზღვარს მიღმა, შესაბამისად მის კითხვებს არ ვუპასუხებ.

ერთადერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ მე სად ვიყავი თავის დროზე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პარტიამ მე უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე. უზრდელობა არ გეპატიება, მით უმეტეს, ნაციონალს არ ეპატიება უზრდელობა ამ სხდომათა დარბაზში. ნაციონალების უზრდელობის ადგილი ამ სხდომათა დარბაზში არ არის“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს სიმართლესო? ასეთ სისულელეს იჯერებთ?
Next: გვითხარით თქვენი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.