Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც სასწორზე დგას ან იმპიჩმენტი განვახორციელოთ, ან დავიცვათ კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კანონის უზენაესობის მხარეს

მარშალ პრესი 17/10/2023
ეკა სეფაშვილი

„საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, გასაკვირი არ არის“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტებმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თითოეული მუხლი და დეტალი განმარტეს, რითაც ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. თუმცა, დეპუტატისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ცხრიდან სამი მოსამართლის პოზიცია, რომელთაც აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

„არ ველოდი იმას, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან სამს განსხვავებული მოსაზრება ექნებოდა, რადგან ეს ძალიან მარტივი, აშკარა შემთხვევა იყო. ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა უცხოური მედიის ერთ-ერთ ღია ეთერში, რომ დიახ, მთავრობის ნებართვის გარეშე ვარ წამოსულიო. აქ ორი აზრი აღარ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტებმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განმარტეს თითოეული მუხლი და დეტალი, როგორც ამას იურიდიული პროცედურა მოითხოვდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, გასაკვირი არ არის.

იმ სამი მოსამართლის პოზიციას, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, ჯერ არ გავცნობივარ. იურისტი არ ვარ და ამიტომ, იურისტებს გამოვკითხავ, თუ რაშია მათი მოსაზრებები განსხვავებული. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ფეისბუქზე გადავაწყდი ნიკა გვარამიას სტატუსს, სადაც წერს, რომ სამი მოსამართლე გვყავს საკონსტიტუციო სასამართლოშიო. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ არიან. ასევე, გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა და ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მან ერთი თვით ადრე, წინასწარ იცოდა. ამ ფაქტებზე მოსახლეობა თავად გააკეთებს დასკვნას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა – სალომე ზურაბიშვილი
Next: რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.