Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?

მარშალ პრესი 17/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

„აშკარად ეტყობოდა ტონალობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, იმპიჩმენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი რეალობას ნელ-ნელა შეეგუება.

„არსად არ მივდივარ, სადაც მთელი ცხოვრება ვიყავი, იქ უნდა ვიყოო – მე მგონი, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყო და ასე ყოფნა უნდა სულ. რეალობას ნელ-ნელა შეეგუება. აშკარად ეტყობოდა ტონალობაში, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ.
რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? თუ იმ უფლება-მოსილებებს არ იყენებდა, რაც აქამდეც ჰქონდა ან ახლა, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: როდესაც სასწორზე დგას ან იმპიჩმენტი განვახორციელოთ, ან დავიცვათ კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კანონის უზენაესობის მხარეს
Next: ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.