Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა – სალომე ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 17/10/2023
სალომე ზურაბიშვილი1

„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, ათ ოცნებებს არ გავამართლებ. არსად წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, მერე რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე აღარ მაინტერესებს.”- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ოქტომბრის ვიდეომიმართვაში, როდესაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

„ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ. არსად წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, მერე რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი, როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ თქვენ მინდა, გითხრათ, რომ ერთად, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები, და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. წელიწადი გვაქვს წინ, წელიწად-ნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ.

მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს. ჩვენ ყველეფერს შევძლებთ ერთად. პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. ახლა ყველას გადასაწყვეტი არის, ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ, დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, გამოვალ თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: ნაც.მოძრაობის წევრის მოულოდნელი აღიარება, რამაც გახარიას პარტიის წევრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა (ვიდეო)
Next: როდესაც სასწორზე დგას ან იმპიჩმენტი განვახორციელოთ, ან დავიცვათ კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კანონის უზენაესობის მხარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.