Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს

მარშალ პრესი 16/10/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჩიბურდანიძე გაოგნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით და აღნიშნავს, ამ მოსამართლეებს ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან სასამართლო და პოლიტიკა.

„გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს. რატომ? თუკი ისინი ვერ მიხვდნენ, რომ კონსტიტუცია დაირღვა, უბედურებაა და თუკი ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა.

პირველკურსელებისთვისაც კი მისახვედრი იყო ის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა. აქ კურიოზული ის იყო, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში თავად მისმა წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს. ხოლო, თუკი იმ სამმა მოსამართლემ მხარი პოლიტიკური მოტივით არ დაუჭირეს, რომ თითქოსდა ეს შეაფერხებს სტატუსის მონიჭების პროცესს, მაშინ მათი ადგილი იქ არ ყოფილა, მათ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ სასამართლო და პოლიტიკა. უღირდათ კი ამის ფასად ის ქმედება, რაც ჩაიდინეს?“, – წერს ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება პრეზიდენტთან თანამშრომლობის მსურველი, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის
Next: დარწმუნებული იყავი, ასე ტირილში აღმოგხდება პოლიტიკური პერსპექტივები – ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.