Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება პრეზიდენტთან თანამშრომლობის მსურველი, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის

მარშალ პრესი 16/10/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ხუნდაძის თქმით, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა თავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ფუნქცია შეასრულა და თვით პრეზიდენტსაც კი არ აპატია კონსტიტუციის დარღვევა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი იწყება პარლამენტში. ახლა ღიად დაინახავს ყველა, თუ ვინ სცემს პატივს ქვეყნის უზენაეს კანონს და ვინ ემორჩილება ყველაზე მაღალ ვერდიქტს.

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა თავად ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ფუნქცია შეასრულა და თვით პრეზიდენტსაც კი არ აპატია კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო თავად საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. არ ვიცი ამ განაჩენის შემდეგ, ვის შეიძლება გაუჩნდეს სურვილი მასთან თანამშრომლობის. და თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს ქვეყანაში. სწორედ, ასეთ პოლიტიკურ თამაშებს ვეწინააღმდეგებით ჩვენ და ვამხელთ ყოველთვის,“ – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო და განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია
Next: გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.