Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული იყავი, ასე ტირილში აღმოგხდება პოლიტიკური პერსპექტივები – ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას

მარშალ პრესი 16/10/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს აზიარებს, სადაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე წერს, გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალია რადიკალური დღის წესრიგიდან.

მაგას რა სჯობს? ეგ სამივე კი მშვიდობაში მოიხმარეთ, არსად დაგეკარგოთ. “შუბი ხალათში არ დაიმალება”… ანუ, 3 მოსამართლე ჩვენია, რადიკალური ოპოზიციის გავლენებში არიანო… აი, სამწუხაროდ უზენაესში საერთოდ არავინ გვყავსო. გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალია რადიკალური დღის წესრიგიდან. 

ისე, თხებივით არ გამოამზეურა სააშკარაოზე? იტირე ახლა, როგორი ცუდი დრო დაგიდგათ. აი, შენ რომ პროკურორი გერქვა და ერთ ვერტიკალზე გქონდათ აწყობილი მთელი სასამართლო ხელისუფლება, 0.1% რომ იყო გამამართლებელი განაჩენი, ქართველი ხალხის 20 % პრობაციონერი გყავდათ და სამართალწარმოება შანტაჟზე, ტერორზე და სრულ კონტროლზე გქონდათ დალაგებული, აი, მაგას მისტირი და დარწმუნებული იყავი, ასე ტირილში აღმოგხდება პოლიტიკური პერსპექტივები“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს
Next: ნიკა გვარამია პირდაპირ აღიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სამი წარმომადგენელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.