Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო და განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია

მარშალ პრესი 16/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო“,- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი ამ რეალობის წინაშე დაიყენა.

„დღევანდელი რეალობა ერთი მხრივ სამწუხაროა, რადგან: საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო; განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია და ამით მიიღო ის რეალობა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ის, საქართველოს პრეზიდენტი, ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაიდენს სავარაუდო დანაშაულს, სასამართლო კი მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, შესაძლოა პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პარლამენტის წევრი არ იქნება დამნაშავედ ცნობილი. ამიტომ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასეთი ალტერნატივის წინაშე დგას.“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: უნდათ გარიცხონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე
Next: სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება პრეზიდენტთან თანამშრომლობის მსურველი, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.