Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნდათ გარიცხონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

მარშალ პრესი 16/10/2023
ირაკლი კობახიძე

„მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას“-ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აპირებს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმე.  აქვე, აღნიშნა, რომ ამ შიდა დაპირისპირებებით უკვე ჩამოსცდნენ 20 პროცენტს და იმედია 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან.

“მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს არჩევნებს და მაინც არ გადიხარ იმ პარტიიდან, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, მელია არავითარი ფაქტორი არ არის, არც პლუსი, არც მინუსი, არაფერი რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა ამ ყველაფერს არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია. ეს პროცესი კარგია. ამ შიდა დაპირისპირებებით ჩამოსცდნენ უკვე 20 პროცენტს და იმედია 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან, ასე მიუახლოვდებიან საპარლამენტო არჩევნებს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ
Next: პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო და განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.