Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ

მარშალ პრესი 14/10/2023
05

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ემზადებიან შეტევის გასაფართოვებლად, რაც მოიცავს ერთობლივ და კოორდინირებულ თავდასხმას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და სამხედროები დისლოცირებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან, გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდგომი ეტაპისთვის, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე ფოკუსირებით“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოცემა Times of Israel წერს, მოსალოდნელია, რომ სამხედროები დაიწყებენ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას, თუმცა მის მასშტაბზე და ჩატარების დროზე შესაძლოა, აისახოს ოპერატიული გარემოებები, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზიდან პალესტინელი მცხოვრებლების ევაკუაცია და ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მზარდი დაძაბულობა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
Next: გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა სამწუხაროდ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.