Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

მარშალ პრესი 14/10/2023
47671f18-7be2-49c3-8627-e25654d0afa3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც უპირობოდ უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას
Next: ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.