Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა სამწუხაროდ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია

მარშალ პრესი 14/10/2023
რატი იონათამიშვილი

გადაწყვეტილება შინაარსობრივად მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა სამწუხაროდ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი ხდება კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი, ამას შესაბამისი შეფასება მოყვეს.

„სამდღიანი პროცესის შემდეგ საზოგადოებამ უკვე გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ნათლად და მარტივად დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი და ახლა ამას უკვე უნდა მოყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ორშაბათს, ვინაიდან დღეს იწურებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა და შესაბამისად, პირველი სამუშაო დღე არის ორშაბათი და ორშაბათს იქნება ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. რასაც ჩვენ ვუყურებდით, ელემენტარულ ლოგიკას მივყავართ აქეთკენ, რომ გადაწყვეტილება შინაარსობრივად მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა სამწუხაროდ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, რომ მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციამ საუკეთესოდ მოახდინა მთელი თავისი მანკიერი და ოდიოუზური მხარის ლუსტრაცია.

„ჩვენ თავიდანვე ღიად ვთქვით, რომ არავისთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებდით, არ ვაწარმოებთ და ამ პრინციპის ერთგული ვრჩებით. ოპოზიცია რასაც ამბობს მთელ ამ პერიოდში, საუკეთესოდ მოახდინა მთელი თავისი მანკიერი და ოდიოუზური მხარის ლუსტრაცია. ხომ ამბობენ, თითქოს ისინი არ ეთანხმებიან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ, რეალურად ისინი მხოლოდ იმ პროცესზე საუბრობენ, რომელიც დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უკვე ცნობილი იქნება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. მაგის მერე რა უნდა მოხდეს, მარტო იმ თემაზე ლაპარაკობენ, აქაც აღიარებენ და მათაც კარგად იციან, რომ სინამდვილეში ცხადია, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დამრღვევი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებენ
Next: კრწანისის ბრძოლისთვის ვემზადებით – ზვიად კუპრავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.